მარჯანიშვილის ქუჩაზე 2 ადამიანი დაჭრეს
მარჯანიშვილის ქუჩაზე 2 ადამიანი დაჭრეს

A+ A-

21:27 11/12/2019

თბილისში, მარჯანიშვილის ქუჩაზე ორი ადამიანი დაჭრეს.

არსებული ინფორმაციით, ისინი ცეცხლსასროლი იარაღით არიან დაჭრილი. ​შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია.

გამოძიება ორი მუხლით, სსკ-ის ​117-ე მუხლის მეშვიდე ნაწილითა (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება) და 236-ე მუხლით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარება) არის დაწყებული.