აფხაზეთის დე ფაქტო პრემიერ-მინისტრის პოსტზე ვალერი ბგანბა დაინიშნა
აფხაზეთის დე ფაქტო პრემიერ-მინისტრის პოსტზე ვალერი ბგანბა დაინიშნა

A+ A-

14:56 13/01/2020

აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის მოვალეობას  ე.წ. პრემიერ-მინისტრი ვალერი ბგანბა შეასრულებს.

„ხელი მოვაწერე ბრძანებას ვალერი ბგანბას დანიშვნის შესახებ. ამ ადამიანს თქვენ კარგად იცნობთ“, - განუცხადა „მთავრობის“ წევრებს ე.წ. პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ.

 ცნობისთვის, ე. წ. პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ვალერი ბგანბამ 8 სექტემბერს ავტოსატრანსპორტო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილი გენადი გაგულია შეცვალა.