თბილისსა და სოხუმს შორის დიალოგი უნდა დაიწყოს - სერგეი შამბა
თბილისსა და სოხუმს შორის დიალოგი უნდა დაიწყოს  - სერგეი შამბა

A+ A-

18:29 13/01/2020

„საჭიაროა საქართველოსთან დიალოგის დაწყება,“ - ამის შესახებ აფხაზეთის ე.წ.  ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი შამბამ ტელეკომპანია „მთავართან“ საუბრისას განაცხადა.

როგორც შამბა აცხადებს, იგი მომხრეა მხარებს შორის ნორმალური ურთიერთობის. სწორედ ამიტომაც უნდა დაიწყოს დიალოგი.

"საჭიროა დიალოგის დაწყება იმისთვის, რომ დალაგდეს ნორმალური ურთიერთობები. მე ამის მომხრე ვარ, იმის ნაცვლად, რომ გაგრძელდეს ასეთი კონფრონტაცია როგორიც დღესაა"- განაცხადა შამბამ.

კითვაზე, როგორ ხედავს დაილოგის პერსპექტივას, შამბა აღნიშნავს:

"უნდა დავსხდეთ და და დავიწყოთ საუბარი სხვადასხვა ფორმით"- აღნიშნა მან და იქვე დასძინა, რომ დიალოგი თბილისსა და სოხუმს შორის პირისპირ უნდა წარიმართოს.

"ჩვენ ამაზე ვსაუბრობთ, რა თქმა უნდა" - განაცხადა შამბამ.