ერდოღანი ლიბიაში ჯარს გაგზავნის
ერდოღანი ლიბიაში ჯარს გაგზავნის

A+ A-

16:02 16/01/2020

თურქეთი ლიბიაში ჯარის გაგზავნას იწყებს, – განაცხადა ქვეყნის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.

ერდოღანის თქმით, თურქეთი ყველა დიპლომატიურ და სამხედრო შესაძლებლობას გამოიყენებს  ლიბიაში სტაბილურობის დასამყარებლად.

შეგახსენებთ, კვირას გერმანიის, რუსეთის, ბრიტანეთის, თურქეთისა და იტალიის ლიდერები  ერთამანეთს შეხვდებიან და ლიბიაში შექმნილ ვითარებაზე ისაუბრებენ.

მუამარ კადაფის ჩამოგდების შემდეგ, ლიბიაში ორი მმართველობა ჩამოყალიბდა. აღმოსავლეთ ლიბიას ამბოხებული გენერალი ხალიფა ჰაფთარი მართავს, რომელიც ქვეყნის დედაქალაქის აღებას ცდილობს.

ტრიპოლიში გაერო-ს მიერ აღიარებული მთავრობაა განთავსებული. ხალიფა ჰაფთარს ეგვიპტე და არაბთა გაერთიანებული საამიროები უჭერენ მხარს.