სირიაში ავიაიერიშებს 18 ადამიანი ემსხვერპლა
სირიაში ავიაიერიშებს 18 ადამიანი ემსხვერპლა

A+ A-

10:00 22/01/2020

სირიაში განხორციელებული ავიაიერიშების შედეგად 18 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. გარდაცვლილთა შორის 13 ბავშვია.

გავრცელებული ინფორმაციით, სირიაში ავიაიერიში რუსულმა ავიაციამ განახორციელა. სირიელი უფლებადამცველები სააგენტო „როუტერთან“ საუბარში აცხადებენ, რომ იდლიბსა და ალეპოში მშვიდობიანი მოქალაქეების მკვლელობაზე პასუხისმგებლობა რუსულ მხარეს ეკისრება.

რუსეთის ავიაცია მხარს უჭერს ბაშარ ასადის არმიას, რომელიც მეამბოხეების მიერ კონტროლირებად ტერიტორიებს უტევს. ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, დაბომბვების შედეგად ათობით ათასმა სირიელმა სახლი დატოვა და თურქეთის საზღვრისკენ გაიქცა.

გაერო-ს ცნობით, მხოლოდ იდლიბის პროვინციიდან იძულებით გადაადგილება 350 000 ადამიანს მოუწია.