საბერძნეთს პირველი ქალი პრეზიდენტი ჰყავს
საბერძნეთს პირველი ქალი პრეზიდენტი ჰყავს

A+ A-

16:16 22/01/2020

საბერძნეთის პარლამენტმა პირველად ქვეყნის ისტორიაში ქალი პრეზიდენტი აირჩია.

ქვეყნის პრეზიდენტი კატერინა საკელაროპულუ გახდა, რომელიც ადრე სახელმწიფო საბჭოს ხელმძღვანელი იყო. 63 წლის საკელაროპულუს 300 დეპუტატიდან 261-მა დაუჭირა მხარი. საბერძნეთის პრეზიდენტს ცერემონიალური როლი აკისრია, მას ხუთი წლის ვადით ირჩევენ.

კატერინა საკელაროპულუ მოვალეობის შესრულებას 13 მარტიდან დაიწყებს.