ზუგდიდში 22 წლის გოგო, სავარაუდოდ, გრიპის ვირუსით გარდაიცვალა (ვიდეო)
ზუგდიდში 22 წლის გოგო, სავარაუდოდ, გრიპის ვირუსით გარდაიცვალა (ვიდეო)

A+ A-

12:33 23/01/2020

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხში 22 წლის სალომე გაგუა, სავარაუდოდ, გრიპის ვირუსის გართულებით გარდაიცვალა.

როგორც გარდაცვლილის ნათესავები აცხადებენ, გოგონას ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში შესაბამისი დახმარება ვერ გაუწიეს და მისი რეფერირება ქუთაისის საავადმყოფოში „უნიქალ მედი“ გახდა საჭირო, თუმცა დახმარება იქაც ვერ აღმოუჩინეს.

“თავიდანვე ვირუსზე იყი საუბარი ექიმებმა თვითონ მკითხეს, თქვენთან ვინმე უცხოეთიდან ხომ არ იყო ჩამოსულიო, ჩინურ მაღაზიაში ხომ არ იყო ნამყოფიო. ვირუსზე ქონდათ ეჭვი და ამიტომ იყო ამაზე ლაპარაკი” - განაცხადა გარდაცვლილის დედამ თამილა ჯაჭვლიანმა.

ოჯახის წევრების თქმით, გოგო ქუთაისიდან თბილისში კატასტროფის მანქანით გადაყვანის დროს გარდაიცვალა.

გარდაცვლილის ახლობლები მომხდარში ექიმებს ადანაშაულებენ და შესაბამის უწყებებს რეაგირებისკენ მოუწოდებენ.