სოფელ ჩხუტელთან, მდებარე ცხენისწყლის არხში მამაკაცის გვამი იპოვეს, ორს ეძებენ
სოფელ ჩხუტელთან, მდებარე ცხენისწყლის არხში მამაკაცის გვამი იპოვეს, ორს ეძებენ

A+ A-

10:18 24/01/2020

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ცაგერში, მდინარე ცხენისწყლის არხში ავტომანქანით გადავარდნილ მგზავრებს ამ დრომდე ეძებენ. შემთხვევა სოფელ ჩხუტელთან მოხდა.

ამ დროისთვის ნაპოვნია ერთი მამაკაცის გვამი, ორს ეძებენ. გავრცელებული ინფორმაციით, ავტომანქანა მაღალი სიჩქარით მოძრაობდა და არხში გადავარდა.

ავტომანქანაში სამი მამაკაცი იმყოფებოდა და ისინი დინებამ გაიტაცა. მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო.