ჩემი შვილი და ლევან იზორიას ძმა ფსიქიატრიულ დაწესებულებაში დღემდე აგრძელებს მკურნალობას - თავდაცვის ექსმინისტრის დედა
ჩემი შვილი და ლევან იზორიას ძმა ფსიქიატრიულ დაწესებულებაში დღემდე  აგრძელებს მკურნალობას - თავდაცვის ექსმინისტრის დედა

A+ A-

14:34 24/01/2020

ჩემი შვილი და ლევან იზორიას ძმა ფსიქიატრიულ დაწესებულებაში დღემდე აგრძელებს მკურნალობას - თავდაცვის ექსმინისტრის დედა

ძმაზე, კიტა იზორიაზე სკანდალური ვიდეოკადრების გავრცელების შემდეგ, თავდაცვის ყოფილი მინისტრი ლევან იზორია ჟურნალისტებთან არ გამოჩენილა. სამაგიეროდ, იზორიას დედა სოციალურ ქსელში ავრცელებს მიმართვას, სადაც ამბობს, რომ ყველანაირ მორალურ და ადამიანურ ზღვარს გასცდა უბინძურესი პროპაგანდა მისი შვილებისა და ოჯახის მიმართ.

„თქვენ, ამ კამპანიის შემოქმედებო, არ გაქვთ სამშობლო, არ გყავთ ოჯახები, არ გაქვთ არც სახელი და არც გვარი. თქვენ სახეს ვერ დაკარგავთ, თქვენ სახე არ გაქვთ! თქვენ ხართ ერთი კრებსითი ბოროტება“, - წერს გულიკო კვირკველია.

მის პოსტს "2020NEWS“ უცვლელად გთავაზობთ.

“აბსოლუტურად ყველანაირ მორალურ და ადამიანურ ზღვარს სცილდება უბინძურესი პროპაგანდა ჩემი შვილების და ჩემი ოჯახის მიმართ. ნაცების და მათი პარტიული ტელევიზიის მიერ განხორციელებული უბინძურესი პროპაგანდის თითოეულმა შემოქმედმა ძალიან კარგად იცის, რომ ჩემ შვილს, ლევან იზორიას ძმას აქვს ჯანმრთელობის პრობლემები, ის გადაყვანილი იყო სამკურნალოდ ფსიქიატრიულ დაწესებულებაში და დღემდე აგრძელებს მკურნალობას.
იმ კონკრეტული ინციდენტის დროსაც, მას ჰქონდა ჯანმრთელობის სკამაოდ მძიმე მდგომარეობა და მხოლოდ და მხოლოდ ზემოთთქმული მიზეზის გამო გამოხატავდა გარკვეულ აგრესიას. მიუხედავად ამისა, ბოროტების შემოქმედებმა დაიწყეს ცილისმწამებლური კამპანია, პარტიული ტელევიზიის სიუჟეტს მოყვა პოლიტიკური შეფასებები და ერთ ხმაში, მწყობრად აგრძელებენ ტალახის სროლას. მათთვის არ არსებობს არანაირი მორალური ზღვარი.
თქვენ, ამ კამპანიის შემოქმედებო, არ გაქვთ სამშობლო, არ გყავთ ოჯახები, არ გაქვთ არც სახელი და არც გვარი. თქვენ სახეს ვერ დაკარგავთ, თქვენ სახე არ გაქვთ! თქვენ ხართ ერთი კრებსითი ბოროტება!!!”, – წერს გულიკო კვირკველია.

შეგახსენებთ, „მთავარმა არხის“ გამოქვეყნებულ ვიდეოში კარგად ჩანს, თუ როგორ აკავებს პოლიციელი გიორგი დვალიშვილი თაცდაცვის ყოფილი მინისტრის, ლევან იზორიას ძმას, ვახო (კიტა) იზორიას. „ზემოდან“ ჩარევის შემდეგ კი იზორიას ათავისუფლებენ. ამ ვიდეოში იზორია დვალიშვილს ემუქრება, არ დაგინდობო.

ეს კადრები 2014 წელსაა გადაღებული. ამ დროს ლევან იზორია შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.