კალაძეს არ მოვწონვარ და დავალება გასცა, მიხედეთო. ფარჩაკები -  ხაბეიშვილი საკრებულოში სასტიკად სცემეს
კალაძეს არ მოვწონვარ და დავალება გასცა, მიხედეთო. ფარჩაკები -  ხაბეიშვილი საკრებულოში სასტიკად სცემეს

A+ A-

14:45 24/01/2020

თბილისის საკრებულოში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლევან ხაბეიშვილი სცემეს. ხმაური სპორტის, განათლებისა და სარევიზიო კომისიის გაერთიანებულ  სხდომაზე ატყდა. 

სიტყვიერი შელაპარაკება  ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

„სიმართლე ისაა, როგორ გამოვესარჩლე დამლაგებელს, რომელსაც 8 ლარს აძლევენ და თვითონ ვერ გაძღნენ. სიმართლე ის არის, რომ კახა კალაძეს არ მოვწონვარ და დავალება მისცა, რომ მიხედეთ ხაბეიშვილსო. თავს დამესხნენ. ფარჩაკები არიან, აბა, რა არიან“, -  განუცხადა მძიმედ დაშავებულმა ხაბეიშვილმა ჟურნალისტებს.