თათია კობალაძემ თურქულ “ვოისში“ ჟურის ოთხივე წევრი შემოაბრუნა (ვიდეო)
თათია კობალაძემ თურქულ “ვოისში“ ჟურის ოთხივე წევრი შემოაბრუნა (ვიდეო)

A+ A-

11:53 25/01/2020

თურქულ „ვოისში“, ქართველმა მონაწილემ ორი შვილის დედამ, თათია კობალაძემ ფურორი მოახდინა. ქართველმა კონკურსანტმა ცნობილი კომპოზიცია What’s Up ისე შეასრულა, რომ ჟიურის ოთხივე წევრი მოხიბლა და სიმღერის დასრულებამდე ოთხივე მათგანი შემოაბრუნა.

„ვაი, ვაი“, ასეთი რეპლიკა გაისმა ჟიურის ერთ-ერთი წევრისგან.

თათიას ნამღერმა იმდენად აღაფრთოვანა ჟიური და მაყურებლები, რომ მას სიმღერა მეორედაც შესრულებინეს.

ცნობისთვის, თათია კობალაძემ თავისი ვოკალური შესაძლებლობები არაერთ კონკურსსსი გამოავლინა. მას მონაწილეობა მიღებული აქვს, უკრაინისა და საქართველოს „იქს ფაქტორში“, მიწვეული იყო ბრიტანეთის „ნიჭიერში“.

აღსანიშნავია, რომ თათია კობალაძე , თურქულ „ვოისში“ რიგით მესამე კონკურსანტია საქართველოდან. პირველად თურქეთში პოპულარულ კონკურსში მონაწილეობა ნუცა ბუზალაძემ მიიღო და ჟიურის წევრების დიდი სიმპათია დაიმსახურა.

თურქულ „ვოისში“ ასევე მონაწილეობა მიიღო მომღერალ მაია ყარყარაშვილისა და პროდიუსერ მამუკა სააკაშვილის ქალიშვილმა, სოფო სააკაშვილმა, რომელმაც ასევე დიდი შთაბჭდილება მოახდინა ჟიურიზე.