მამუკა ხაზარაძე პარლამენტის ქუთაისში დაბრუნებას მხარს უჭერს
მამუკა ხაზარაძე პარლამენტის ქუთაისში დაბრუნებას მხარს უჭერს

A+ A-

13:01 25/01/2020

პარტიის „ლელო საქართველოსთვის“ დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე პარლამენტის კვლავ ქუთაისში გადატანას მხარს უჭერს. როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ის შესაბამის საკანონმდებლო ცვლილებებს მხარს დაუჭერს.

„პარლამენტის ქუთაისში დაბრუნებას სჭირდება საკონსტიტუციო გადაწყვეტილება. ჩვენ ამას მხარს აუცილებლად დავუჭერთ. ასევე, გვაქვს სხვა იდეები, რომლებსაც გაგაცნობთ, რათა ქუთაისს დაუბრუნდეს ძალიან სერიოზული ფუნქცია - ფინანსური, ლოჯისტიკური და პოლიტიკური ცენტრის ფუნქცია,“- განაცხადა ხაზარაძემ.

შეგახსენებთ, დღეს პარტიამ „ლელო საქართველოსთვის“ ქუთაისში ოფისი გახსნა.