საფრანგეთსა და ავსტრალიაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა
საფრანგეთსა და ავსტრალიაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

A+ A-

13:31 25/01/2020

საფრანგეთში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფორმაციას ამის შესახებ, საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ავსტრალიაში კორონა ვირუსის პირველი შემთხვევის დაფიქსირების შესახებ.

შეგახსენებთ, ახალი კორონავირუსი, 2019-nCoV ადამიანიდან ადამიანზე გადაედება, 2019-nCoV კორონავირუსების ოჯახის ახალი წარმომადგენელია, რაც ნიშნავს იმას, რომ ეს ვირუსი აქამდე არასდროს დაფიქსირებულა. 

ისევე, როგორც სხვა კორონავირუსების შემთხვევაში, 2019-nCoV-ის წყაროს ცხოველები წარმოადგენენ, უფრო კონკრეტულად კი, დიდი ალბათობით, ზღვის პროდუქტები.

ვირუსი პნევმონიას იწვევს. ძირითადი სიმპტომები ხველა, სიცხე და სუნთქვის გაძნელებაა, ხოლო რადგან პათოგენი ვირუსია, ანტიბიოტიკები მის წინააღმდეგ ეფექტიანი არ არის.

ჩინეთში კორონავირუსით ამ დროსითვის დაღუპულია 41 ადამიანი, მათ შორის ერთი ექიმია.

რაც შეეხება ინფიცირებულების რაოდენობას ის 1,300-მდე გაიზარდა. 14 ათასზე მეტი ადამიანი მედიკოსების დაკვირვების ქვეშაა.

ჩინეთის ხელისუფლებამ ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, უკვე 10 ქალაქის იზოლაცია განახორციელა.

ყველა მათგანი ჰუბეის პროვინციაში მდებარეობს. აღნიშნულ ქალაქებში 30 მილიონი ადამიანი ცხოვრობს.

ჩინეთში გავრცელებული ვირუსით ინფიცირების შემთხვევები დაფიქსირდა აშშ-ში, ტაილანდში, სამხრეთ კორეაში, იაპონიაში, ტაივანში, სინგაპურში.

ცნობისთვის,  ჩინელი მეცნიერების ერთმა ჯგუფმა წარმოადგინა მტკიცებულება, რომ კორონავირუსი ჯერ გველებში ვრცელდებოდა, შემდეგ გადავიდა ადამიანებზე.

მტკიცებულებად მეცნიერებმა გენეტიკური ანალიზის შედეგები წარმოადგინეს. ეს ინფორმაცია უცხოურ გამოცემებში ვრცელდება.

მეცნიერები ვარაუდობენ, რომ კორონავირუსით ინფიცირებულები იკვებებოდნენ ბაზრობაზე ნაყიდი სხვადასხვა ცხოველის ხორცით, მათ შორის, ღამურებისა და გველებისაც, რა გზითაც გავრცელდა კიდეც ეს ვირუსი ადამიანებზე.