ზოდიაქოს რომელ ნიშნებს გაუმართლებს 2020 წელს ყველაზე მეტად
ზოდიაქოს რომელ ნიშნებს გაუმართლებს 2020 წელს ყველაზე მეტად

A+ A-

18:12 25/01/2020

აღ­მო­სავ­ლუ­რი ჰო­როს­კო­პის მი­ხედ­ვით, 2020 წლის 25 იან­ვარს მე­ტა­ლის თეთ­რი ვირ­თხის წე­ლი­წა­დის შე­მობ­რძა­ნე­ბას ვე­ლო­დე­ბით. ვირ­თხა აღ­მო­სავ­ლურ ჰო­როს­კოპ­ში პირ­ვე­ლი ნი­შა­ნია. სა­ინ­ტე­რე­სოა, რას ჰპირ­დე­ბა იგი თა­ვის თავ­სა და 11 მე­გო­ბარ ცხო­ველს?!

2020 წელი სა­ინ­ტე­რე­სო და და­სა­მახ­სოვ­რე­ბე­ლი იქ­ნე­ბა ყვე­ლა აღ­მო­სავ­ლუ­რი ნიშ­ნის­თვის. გა­მო­ი­ყე­ნეთ ყვე­ლა შან­სი, რომ გა­ი­უმ­ჯო­ბე­სოთ მდგო­მა­რე­ო­ბა ცხოვ­რე­ბის სხვა­დას­ხვა სფე­რო­ში. და­მა­ტე­ბით მო­გე­თხო­ვე­ბათ მოთ­მი­ნე­ბის გა­მოვ­ლე­ნა, ემო­ცი­ე­ბის კონ­ტრო­ლი, სტრეს­თან გამ­კლა­ვე­ბა.

2020 წლის წარ­მა­ტე­ბუ­ლი თვე­­ბი აღ­მო­სავ­ლუ­რი ზო­დი­­ქის ნიშ­ნე­ბის­თვის

ძაღ­ლის, კურ­დღლის/კატა, ცხე­ნი­სა და თხის­თვის/ცხვა­რი მე­ტა­ლის თეთ­რი ვირ­თხის წელი ყვე­ლა­ზე წარ­მა­ტე­ბუ­ლია.

თქვენ­თვის კარ­გი თვე­­ბია: თე­ბერ­ვა­ლი, მა­ი­სი, ივ­ლი­სი, აგ­ვის­ტო, სექ­ტემ­ბე­რი და ნო­ემ­ბე­რი. ამ თვე­ებ­ში მი­აღ­წევთ წარ­მა­ტე­ბას საქ­მე­ებ­ში, სამ­ყა­რო გიგ­ზავ­ნით პო­ზი­ტივს, ჰარ­მო­ნი­ას. თა­ვად უნდა გა­აქ­ტი­ურ­დეთ, რომ სა­სურ­ველს მი­აღ­წი­ოთ.

მო­ი­წა­დი­ნეთ, რომ გა­ი­უმ­ჯო­ბე­სოთ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა საყ­ვა­რელ ადა­მი­ან­თან. ნუ იქ­ნე­ბით ზე­და­პი­რუ­ლი მის მი­მართ. დრო­დად­რო უთან­ხმო­ე­ბე­ბი გე­ლით და ერ­თმა­ნე­თის სა­ი­მე­დო­ო­ბა­ზე გა­მოც­დაც მო­გინ­დე­ბათ. ასე­თი მო­მენ­ტე­ბი ძი­რი­თა­დად იან­ვარ­სა და აპ­რილ­ში გე­ლით. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, კარ­გი წე­ლია ბუ­დის ასა­შე­ნებ­ლად და შვი­ლის გა­სა­ჩე­ნად.

სამ­სა­ხურ­ში ყუ­რა­დღე­ბა მი­აქ­ცი­ეთ ისე­თი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბე­ბის გა­ფორ­მე­ბას, რაც მა­ტე­რი­ა­ლურ კე­თილ­დღე­ო­ბას მო­გი­ტანთ. მეტი დიპ­ლო­მა­ტია უნდა გა­მო­ავ­ლი­ნოთ და ნუ გგო­ნი­ათ, რომ თქვენს გა­სა­კე­თე­ბელ საქ­მეს სხვა გა­კე­თებს. როცა მა­ტე­რი­ა­ლუ­რად მოძ­ლი­ერ­დე­ბით, მზად იყა­ვით, რომ ახ­ლო­ბე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბიც კი შუ­რით დაბრმავ­დე­ბი­ან და თქვენ გარ­შე­მო ჭო­რე­ბი და ინ­ტრი­გე­ბი მო­ი­მა­ტებს.

2020 წელს თვით­გან­ვი­თა­რე­ბის­თვის უამ­რა­ვი შან­სი მო­გე­ცე­მათ. მთა­ვა­რია, ხე­ლი­დან არ გა­უშ­ვათ ისი­ნი. იყა­ვით დაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი დე­ტა­ლე­ბი­სად­მი. ეცა­დეთ, ყო­ველ­თვის გქონ­დეთ დე­ტა­ლუ­რად შედ­გე­ნი­ლი გეგ­მა და მის მი­ხედ­ვით იმოქ­მე­დეთ. ნუ გა­ე­კი­დე­ბით ილუ­ზი­ებს, ფულ­საც და­კარ­გავთ და წარ­მა­ტე­ბა­საც.

ძაღ­ლი, კურ­დღე­ლი/კატა, ცხე­ნი და თხა/ცხვა­რი 2020 წელს კარ­გი ჯან­მრთე­ლო­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვი­ან. მხო­ლოდ ერთი გაფრ­თხი­ლე­ბა გაქვს, არ გა­და­ი­ღა­ლოთ სამ­სა­ხურ­ში. ყვე­ლა ფულს ვერ გა­მო­ი­მუ­შა­ვებთ, დას­ვე­ნე­ბა და ძა­ლე­ბის აღ­დგე­ნა კი გჭირ­დე­ბათ. არ გას­ცეთ ფული ვალ­ში. ნუ ჩა­ი­ციკ­ლე­ბით მა­ტე­რი­ა­ლურ­ზე, გა­მო­ყა­ვით დრო სუ­ლი­ე­რე­ბის­თვი­საც.