ჭიათურის მოსახლეობა საპროტესტო აქციას მართავს
ჭიათურის მოსახლეობა საპროტესტო აქციას მართავს

A+ A-

11:48 18/02/2020

ჭიათურაში, სოფელ შუქრუთის მოსახლეობა საპროტესტო აქციას მართავს. სოფლის მოსახლეობამ მაღაროს შესასვლელი გადაკეტა. ისინი ავტომანქანებს გადაადგილების საშუალებას არ აძლევენ.

ადგილობრივები აცხადებენ, რომ კომპანია ,,ჯორჯიან მანგანეზის” მძიმეწონიანმა მანქანებმა მათი საცხოვრებელი სახლები დააზიანა. დაბზარულია კედლები, ნაპრალებია გაჩენილი მიწის ნაკვეთებზე.

მოსახლეობა კომპანიას კომპენსაციას სთხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი საპროტესტო აქციის შეწყვეტას არ აპირებენ.

შეგახსენებთ, რომ სოფელ შუქრუთის მოსახლეობამ საპროტესტო აქცია რამდენიმე თვის წინაც გამართა, რა დროსაც მოლაპარაკებები დაიწყო, თუმცა უშედეგოდ.