"ჩემი სიყვარული ისეთი ცეცხლოვანია ბიძინა ივანიშვილის მიმართ, შუა ზღვაში, რომ ჩავდგე, არ ჩაქრება" (ვიდეო)
"ჩემი სიყვარული ისეთი ცეცხლოვანია ბიძინა ივანიშვილის მიმართ, შუა ზღვაში, რომ ჩავდგე, არ ჩაქრება" (ვიდეო)

A+ A-

18:33 18/02/2020

ახალი ღვინო ქართულ ბაზარზე - მოძრაობა 20/30-იანელებმა დღეს მათ მიერვე ჩამოსხმული ღვინის, „ბიძინაური“, პრეზენტაცია გამართეს. რიყის პარკში მიმდინარე ღონისძიებაზე დამსწრეებს, მოძრაობის წევრებმა განუმარტეს, რომ ახალი პროდუქტი, ივანიშვილის საპატივცემულოდ შეიქმნა. 

„ბატონ ბიძინას ქართული ვაზი და ღვინო ძალიან უყვარს. ამაზე არაერთ სატელევიზიო გამოსვლაშიც უსაუბრია. აქედან გამომდინარე, გადავწყვიტეთ, პატივი ვცეთ მის გატაცებას და ქართულ საზოგადოებას სწორედ ივანიშვილის სახელობის, უგემრიელესი ღვინო შევუქმენით. ჩვენი აზრით, ეს ღვინო თითოეული ქართველის ოჯახში უნდა ინახებოდეს და „ვეფხისტყაოსანთან“ ერთად პატარძალს მზითვებშიც უნდა მიყვებოდეს“ - ამბობს მოძრაობის ერთ-ერთი წევრი საბა ყაველაშვილი.

მისივე განმარტებით, ივანიშვილის დაბადების დღესთან დაკავშირებით, ღვინის შეძენა მსურველებს, დღეს, 18:18-დან ხვალინდელი დღის 18:18 საათამდე, 18 ლარად შეეძლებათ. აქციის დასრულების შემდეგ კი ის 20 ლარი ეღირება. „ბიძინაურის“ შეძენა მსურველებს ფეისბუქის საშუალებით შეეძლებათ.