რუსებმა მოიცილეს ორი კაცი "მუხროვანის ამბოხში" და ამ ორი გვამის პოვნას ვითხოვდი - მერაბიშვილი
რუსებმა მოიცილეს ორი კაცი "მუხროვანის ამბოხში" და ამ ორი გვამის პოვნას ვითხოვდი - მერაბიშვილი

A+ A-

22:57 20/02/2020

„ეს ორი გვამის შემთხვევა მუხროვანის ამბავია.ეამბოხეებმა მოიშორეს მტკიცებულება. ეს ფრაზა კონტექსტიდანაა ამოგლეჯილი. ხელოსუფლებას ეს გამოიყენა.

ციხიდან მე ამაზე პასუხის გაცემის საშუალება არ ჰქონდა. ჰიტლერს აქვს ნათქვამი რომ თუ რაღაცას ბევრჯერ გაიმეორებ სიმართლე ეგონებაო.

ჩვენ გვქონდა ინფორმაცია, რომ ორი რუსი, გენშტაბის წარმომადგენლები ხელმძღვანელობდნენ „მუხროვანის ამბოხს“ და გვითხრეს, რომ ორი ადამიანი მოიცილეს თვითონ.  ამ ორი გვამის პოვნას ვითხოვდი“, - განაცხადა ვანო მერაბშვილმა იმ სკანდალური ვიდეოს შესახებ, სადაც ის „ორ გვამს“ ითხოვს.

შეგახსენებთ, ეს ვიდეო ე.წ. მუხროვანის ამბოხის დროს არის გადაღებული და იქ მაშინდელი შს მინისტრი ვანო მერაბიშვილი „ორ გვამს“ ითხოვს.