21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

A+ A-

23:44 20/03/2020

ვერძი

უკიდურესად არახელსაყრელი დღეა. ერიდეთ ფინანსური თვალსაზრისით, ნებისმიერ საეჭვო ან სარისკო ოპერაციას, რადგან შედეგები სამწუხარო იქნება.

 

კურო

არახელსაყრელი დღეა. შესაძლოა, სწორედ დღეს იჩინონ თავი ძველმა შეცდომებმა და გადაუჭრელმა პრობლემებმა. კონფლიქტების თავიდან ასარიდებლად მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები. დღის მეორე ნახევრიდან მოსალოდნელია ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები. გირჩევთ საღამო ოჯახის წევრებთან ან სრულ მარტოობაში გაატაროთ.

 

ტყუპები

ამ დღეს თქვენი კომუნიკაბელურობა გაიზრდება, რაც საშუალებას მოგცემთ ერთობლივ პროექტებში ახალი პარტნიორები მიიზიდოთ. მოსალოდნელია გავლენიანი მფარველების გამოჩენა, რომლებიც დიდი ხნის მანძილზე თქვენი საიმედო მხარდამჭერები იქნებიან. საღამოს მოულოდნელი პრობლემები გელით, რაც საქმის მიმდინარეობაზე გავლენას არ მოახდენს, თუმცა ახალი საქმის დაწყებას შეაფერხებს.

 

ტყუპები

გამორიცხული არ არის, რომ ძველი შეცდომების გამო ადამიანებთან ურთიერთობაში პრობლემები შეგექმნათ. ეცადეთ, ფულთან დაკავშირებულ საქმეებში სიფრთხილე და წინდახედულება გამოიჩინოთ. კარგი იქნება, თუ საღამოს მარტოობაში გაატარებთ. საყვარელი საქმე სიმშვიდეს და კმაყოფილებას მოგანიჭებთ.

 

ლომი

უკიდურესად არახელსაყრელი დღეა. აღიარების სურვილმა და ზედმეტმა მონდომებამ შეიძლება საეჭვო ფინანსურ ოპერაციებში ჩართვა გაიძულოთ. გამორიცხული არ არის, რომ საკუთარი სიამაყის გამო კონფლიქტურ სიტუაციაში აღმოჩნდეთ.

 

ქალწული

ბედი თქვენს სიმტკიცეს გამოცდას მოუწყობს. გამოცდას თუ გაუძლებთ, დღის მეორე ნახევარში თქვენი პიროვნული მომხიბვლელობა საგრძნობლად გაიზრდება. შესაძლოა, ქალებმა ახალი მოკავშირეები ნახონ, ხოლო მამაკაცებმა ახალი შემოსავლის წყარო აღმოაჩინონ.

 

სასწორი

ამ დღეს ნეგატიური ტენდენციები ახლავს. გადაუჭრელმა პრობლემებმა შესაძლოა მძიმე მდგომარეობა შეგიქმნათ, მაგრამ არავითარ შემთხვევაში უკან არ დაიხიოთ - ყველა შესაძლებლობა გამოიყენეთ, რომ მდგომარეობა გამოასწოროთ და წინააღმდეგობა შეასუსტოთ. ერიდეთ საეჭვო ადამიანებთან კონტაქტს. ოჯახური პრობლემების მოგვარების შემთხვევაში შეგიძლიათ ახლობელი ადამიანების იმედი გქონდეთ. ეცადეთ ნაკლებად ხისტი და კატეგორიული იყოთ.

 

მორიელი

ეს დღე მიზნის მიღწევას და საკუთარ თავზე გამარჯვებას განასახიერებს. თუმცა, მოსალოდნელია სულიერი შფოთვა, სტრესსი და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები.

 

მშვილდოსანი

გამორიცხული არ არის, რომ ახალი, პერსპექტიული გეგმები გამოგიჩნდეთ, რომლებიც მთლიანად შეცვლიან თქვენი მუშაობის სტილს და დონეს. შესაძლოა, ერთობლივ პროექტში მონაწილეობა შემოგთავაზონ, რაც სოლიდურ შემოსავალს მოგიტანთ. გირჩევთ, ყველა გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მიიღოთ. ენდეთ საკუთარ ინტუიციას და არ შეცდებით.

 

თხის რქა

შესაძლოა, ამ დღეს უამრავი საქები სიტყვა მოისმინოთ, რაც ძალიან გაგახარებთ. სავარაუდოდ, ქალები წარმატებით შეძლებენ საზოგადოების გაოცებას და ახალი პარტნიორის დაინტერესებას. მამაკაცები დამატებითი შემოსავლის წყაროს პოვნა ელით.

 

მერწყული

დაძაბული დღეა, რომელიც არასწორი ინფორმაციის მიღებას, გაუგებრობას უკავშირდება. დიდია ოჯახური კონფლიქტის რისკი. ეცადეთ, მხოლოდ მსუბუქი ოჯახური საქმეებით დაკავდეთ და არ გადაიღალოთ. დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია ტრავმა ან ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სხვა პრობლემები.

 

თევზები

ამ დღეს თქვენი პიროვნული მომხიბვლელობა იზრდება. სადაც კი მიხვალთ, ყველგან ყურადრების ცენტრში მოექცევით, რაც თავდაჯერებულობას შეგმატებთ. ნებისმიერი უსიამოვნება მშვიდად მიიღეთ. მალე ყველა ნეგატივი უკან დარჩება.