კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული მეცხრე პაციენტი კლინიკას, სავარაუდოდ, დღეს დატოვებს - მარინა ეზუგბაია
კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული მეცხრე პაციენტი კლინიკას, სავარაუდოდ, დღეს დატოვებს - მარინა ეზუგბაია

A+ A-

11:19 24/03/2020

კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული მეცხრე პაციენტი კლინიკას, სავარაუდოდ, დღეს დატოვებს. ამის შესახებ თბილისის ინფექციური სავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.

„66 დადასტურებული შემთხვევიდან 40 არის ჩვენს ცენტრში, 40-დან გუშინ დადასტურდა ხუთი ახალი შემთხვევა. გუშინ გვქონდა 35 დადასტურებული შემთხვევა, დაგვემატა ხუთი დადასტურებული შემთხვევა და ჩვენს ცენტრში არის უკვე 40 დადასტურებული შემთხვევა. ჩვენს ცენტრს გარეთ კოვიდის მიმღებ ცენტრებში არის ჯამურად 26 დადასტურებული შემთხვევა.

აქედან გაჯანმრთელებული და გაწერილი არის რვა. ამ ეტაპზე გვყავს 32 პაციენტი. აქედან კვლავ რჩება ერთი გაჯანმრთელებული, უბრალოდ რაღაც გადამოწმება სჭირდებოდა გუშინ მის კლინიკურ მონაცემებს და დღეს ალბათ ეს მეცხრე პაციენტიც დატოვებს ჩვენს ცენტრს. გამოდის, რომ ცხრა გამოჯანმრთელებული პაცენტი გვყავს უკვე“ ,- განაცხადა ეზუგბაიამ.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის ლაბორატორიულად დადასტურებული 66 შემთხვევაა დაფიქსირებული.