30 000 ლარი სამედიცინო პერსონალის დანამატებისთვის ინფექციურ საავადმყოფოში გადავრიცხეთ - მამუკა ხაზარაძე
30 000 ლარი სამედიცინო პერსონალის დანამატებისთვის ინფექციურ საავადმყოფოში გადავრიცხეთ - მამუკა ხაზარაძე

A+ A-

13:32 24/03/2020

პოლიტიკური გაერთიანება "ლელო საქართველოსთვის" დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის განცხადებით ახალ კორონავირუსთან ბრძოლისკენ მიმართული ღონისძიებების ფარგლებში პირველადი შენატანის, 800 000 ლარის ნაწილი, რომელიც მისმა ოჯახმა ფონდს შესწირა ინფექციურ საავადმყოფოს უკვე გადაერიცხა. მამუკა ხაზარაძის განცხადებით, 30 000 ლარი სამედიცინო პერსონალის სახელფასო დანამატებისთვის არის განკუთვნილი.

როგორც ხაზარაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, კორონავირუსს ქვეყანა დაამარცხებს, თუ იქნება მობილიზება და დისციპლინარულად მივყვებით ნაბიჯებს, რომელიც გასაკეთებელია.

"რაც შეეხება ჩემი ოჯახის შემოწირულობას, სამწუხაროდ, იცით, რომ ჩემი და ბადრი ჯაფარიძის ანგარიშები, აბსოლუტურად უკანონოდ და უსაფუძვლოდ, არის დაყადაღებული. შესაბამისად, ის წვლილი,რომლის საშუალებაც ამ ეტაპზე ჩემ ოჯახს ჰქონდა, 800 000 ლარი, პირველადი შენატანი, რაღაც ნაწილი უკვე გადავრიცხეთ ინფექციურ საავადმყოფოში, 30 000 ლარი პერსონალის დანამატებისთვის, ასევე ჩვენმა კომპანიამ საჭირო აღჭურვილობის შესყიდვა დაიწყო, ნაწილი უკვე გაიგზავნა საავადმყოფოში. ვაპირებთ მსგავსი აღჭურვილობით ჩვენი ყოფილი კომპანიებიდან, ვინც შემოგვიერთდა ამ ინიციატივაში, სხვადასხვა მიმართულებით დახმარებას. ძირითადად ეს იქნება სამედიცინო პერსონალის და აღჭურვილობის უზრუნველსაყოფად. ახლა ვფიქრობთ, სერიოზული ფონდის გაკეთებას ბავშვთა დასახმარებლად, რადგან უპირველეს ყოვლისა ჩვენ ბავშვების და მოხუცების უზრუნველსაყოფად უნდა ვიზრუნოთ“,- განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

მისივე თქმით, მათმა მხარდამჭერებმა ხანდაზმულებს უკვე დაურიგეს საკვები