კორონავირუსის პირველი შემთხვევა აღდგომის კუნძულზე დაფიქსირდა
კორონავირუსის პირველი შემთხვევა აღდგომის კუნძულზე დაფიქსირდა

A+ A-

19:14 24/03/2020

წყნარ ოკეანეში, აღდგომის კუნძულზე Covid 19-ით ინფიცირების პირველი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაცია ჩილეს პროვინცია ისლა-დე-პასკუას ხელისუფლებამ გაავრცელა, რომლის შემადგენლობაში კუნძული შედის.

Facebook-ზე გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, პაციენტი კუნძული აბორიგენი მოსახლეობის წარმომადგენელია. მისი მდგომარეობა სტაბილურია. აღდგომის კუნძული ერთ-ერთი ყველაზე მოშორებული დასახლებული პუნქტია დედამიწაზე. მასზე დაახლოებით 5 ათასი ადამიანი ცხოვრობს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.