იტალიაში, 24 საათში, 5 249 ადამიანი დაინფიცირდა, 743 გარდაიცვალა
იტალიაში, 24 საათში, 5 249 ადამიანი დაინფიცირდა, 743 გარდაიცვალა

A+ A-

11:16 25/03/2020

იტალიაში, გასულ დღე-ღამეში, კორონავირუსით ინფიცირების - 5 249 და გარდაცვალების - 743 ახალი ფაქტები დაფიქსირდა.

ამ ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების სულ 69 176 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 6 820 ადამიანი გარდაიცვალა, 8 326 გამოჯანმრთელდა და 54 030 კორონავირუსს ისევ ებრძვის, მაგან 3 393 კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება.

იტალიაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 31 იანვარს ორ ჩინელ ტურისტს დაუდასტურდა.

ქვეყანა წითელ ზონად არის გამოცხადებული. მედიკოსები 24 საათის განმავლობაში ებრძვიან უხილავ მტერს და მათი ძალისხმევით იტალიას უკვე ჰყავს 7 432 გამოჯანმრთელებული ადამიანი, თუმცა მკვლელ ვირუსთან ბრძოლაში უკვე 33 მედიკოსი გარდაიცვალა.

შეგახსენებთ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ, კორონავირუსთან დაკავშირებით, პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს, ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა.

მარიამ მაჭარაშვილი