აშშ-ში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა ერთ დღეში 10 000-ზე მეტით გაიზარდა
აშშ-ში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა ერთ დღეში 10 000-ზე მეტით გაიზარდა

A+ A-

10:42 26/03/2020

აშშ-ში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა ერთ დღეში 10 000-ზე მეტით გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ „ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტზე“ დაყრდნობით ავრცელებს.

ინფორმაცია დასტურდება "მსოფლიო მეტრის" (worldometers) ოფიციალურ გვერდზეც.

სტატისტიკის მიხედვით, ამერიკის შეერთებულ შტატებში ამ დროისთვის სულ ინფიცირებულია 68 489 ადამიანი. აშშ-ში საგრძნობლად მოიმატა კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამაც. მხოლოდ გასულ დღე-ღამეში 252 ადამიანი გარდაიცვალა და საერთო ჯამში, მათმა რიცხვმა 1 032 შეადგინა.

ამერიკის შეერთებული შტატები კორონავირუსით გარდაცვალებისა და ინფიცირების სტატისტიკური მონაცემებით, მსოფლიო ქვეყნების სიაში მესამე ადგილს იკავებს. შტატებში აქტიურად ცდილობენ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შემუშავებას. თუმცა ამ დროისთვის მხოლოდ 394 გამოჯანმრთელებული ყავთ.

შეგახსენებთ, ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსი 198 ქვეყანაშია გავრცელებული. ინფიცირებულია 471 820 ადამიანი, ლეტალური შემთხვევების რაოდენობამ კი, 21 000-ს გადააჭარბა, გამოჯანმრთელდა 114 703, ხოლო კორონავირუსს ჯერკიდევ ებრძვის 335 820 ადამიანი/

ცნობისთვის, პირველად კორონავირუსი ჩინეთში, ჰუბეის პროვინციაში აღმოაჩინეს. მალევე 30 იანვარს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ, კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. შემდეგ კი, 2020 წლის 11 მარტს, ჯანმომ კორონავირუსთან დაკავშირებით, პანდემია გამოაცხადა.

მარიამ მაჭარაშვილი