ემიგრანტებო დაბრუნდით, მერე შეიძლება ჩემოდნებიც ვერ ჩამოიტანოთო - მამა ანდრია ჯაღმაიძე პატრიარქის სიტყვებს იხსენებს
ემიგრანტებო დაბრუნდით, მერე შეიძლება ჩემოდნებიც ვერ ჩამოიტანოთო - მამა ანდრია ჯაღმაიძე პატრიარქის სიტყვებს იხსენებს

A+ A-

12:10 26/03/2020

მამა ანდრია ჯაღმაიძე სოც. ქსელში პოსტს აქვეყნებს სადაც იმ ადამიანებს მიმართავს რომლებიც პატრიარქს აკრიტიკებდნენ.

„დღეს ბევრი იხსენებს პატრიარქის არაერთ ნათქვამს, როდესაც მას აკრიტიკებდნენ:

ემიგრანტებო დაბრუნდით, მერე შეიძლება ჩემოდნებიც ვერ ჩამოიტანოთო;

სოფელში მცირე მიწის ნაკვეთი შეინარჩუნეთ, დაგჭირდებათო;

სოფლის მეურნეობის საქმე შეისწავლეთ, გამოგადგებათო;

ხელი ხშირად დაიბანეთო;

იფიქრეთ ისე, თითქოს მეორედ მოსვლამდე რამდენიმე დღე იყოს დარჩენილიო;

ოჯახებისთვის მოიცალეთო;

სცოდნია თურმე რასაც ამბობდა?

ამდენიმე თვის წინ ამბობდა, ვხედავ დაცარიელებულ ქალაქებს და შენობებში გამოკეტილ ხალხს, რომლებიც დახმარებას ითხოვენო. ეს ხმამაღლა აღარ უთქვამს, მაინც ცოტა დარჩა ვინც ამას შეისმენდაახლა თქვა ღმერთს არ დაშორდეთ ისე შეასრულეთ ექიმების რეკომენდაციებიო, თქვა დაგვიფარავს უფალიო, ისევ იცინოდნენ.

ახლა მგონი თანდათან სიცილის ხასიათი გვეკარგება და ამას ისევ პატრიარქს ვაბრალებთ?! იქნებ მართლა, ზოგმა მეტად ზოგმა ნაკლებად, ვისაც როგორ შეგვიძლია, ვილოცოთ და ღმერთს არ განვეშოროთ?

ამ საერთო პრობლემის წინაშე მაინც, სულ ცოტა ერთმანეთის გაკიცხვას თავი დავანებოთ, ემიგრაციაში მყოფთაც, ბოლნისელებსაც და მარნეულელებსაც ვუსურვოთ სიკეთე, ერთმანეთს შენდობა ვთხოვოთ და გამოჯანმრთელება დავიწყოთ სულიერი ვირუსების განკურნებით.“ – ვკითხულობთ ჯაღმაიძის პოსტში