ესპანეთის ვიცე-პრემიერი “COVID-19’-ით დაავადდა - გარდაცვლილთა რაოდენობით ეს ქვეყანა ჩინეთს უსწრებს
ესპანეთის ვიცე-პრემიერი “COVID-19’-ით დაავადდა - გარდაცვლილთა რაოდენობით ეს ქვეყანა ჩინეთს უსწრებს

A+ A-

13:47 26/03/2020

ესპანეთის ვიცე პრემიერი კარმენ კალვო კორონავირუსით დაინფიცირდა. კარმენ კალეო ესპანეთის ხელისუფლების მესამე პირია, რომელიც "COVID-19"-ით დაავადდა.

ესპანეთმა კი, გარდაცვლილთა რაოდენობით, ჩინეთს დღესაც გადაუსწრო. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, მკვლელი ვირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ ამ ქვეყანაში 3 647-ს მიაღწია და იტალიის შემდეგ მეორე ადგილს იკავებს.

ინფიცირებულია 49 515 ადამიანი და ვირუსის გავრცელების ამ სტატისტიკით, ესპანეთი ინფიცირებული ქვეყნების სიაში მეოთხე ადგილს იკავებს.

აღსანიშნავია, რომ გასულ დღე ღამეში აქ 7 457 ინფიცირების და 656 გარდაცვალების ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

შეგახსენებთ, რომ ინფიცირებულთა შორის არიიან: 2 ესპანელი მაღალჩინოსანი, პრეზიდენტის ცოლი და ესპანეთის ვიცე-პრემიერი, ხოლო გარდაცვლილთა შორის - სამი ქართველი ემიგრანტი.

ცნობისთვის, ესპანეთში კორონავირუსის პირველი შემთხვევა პირველ თებერვალს დადასტურდა, ამ დრომდე ესპანეთმა შეძლო 5 367 დაავადებულის განკურნება.

მარიამ მაჭარაშვილი