თბილისი ივერიის ღვთისმშობლის ხატით დაილოცა - საპატროაქო
თბილისი ივერიის ღვთისმშობლის ხატით დაილოცა - საპატროაქო

A+ A-

15:54 26/03/2020

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კურთხევით, თბილისი ივერიის ღვთისმშობლის ხატით დაილოცა. ამის შესახებ ინფორმაციას საპატრიარქო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ახლო მომავალში დაგეგმილია უფრო მასშტაბური ლოცვითი შემოვლა საქართველოს საზღვრებზე.

„დღეს, 26 მარტს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კურთხევით ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა იაკობმა (იაკობიშვილი) იერუსალიმის ღვთისმშობლის ხატით ვერტმფრენით შემოუფრინა თბილისს და დალოცა ქალაქი“, – აცხადებენ საპატრიარქოში.