საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 79-მდე გაიზარდა
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 79-მდე გაიზარდა

A+ A-

16:26 26/03/2020

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 79-მდე გაიზარდა. ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

კარანტინის რეჟიმში ამ დროისთვის 4346 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 247 პაციენტი რჩება.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა.