"ლარის ასე გაუფასურება ნიშნავს იმას, რომ საქართველოს ეკონომიკაში რაღაც სწორად არ ხდებოდა"
"ლარის ასე გაუფასურება ნიშნავს იმას, რომ საქართველოს ეკონომიკაში რაღაც სწორად არ ხდებოდა"

A+ A-

18:43 26/03/2020

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი რომან გოცირიძე “2020NEWS“-თან აცხადებს, რომ საქართველოში ეროვნული ვალუტის რეკორდული გაუფასურება ქვეყანაში შექმნილი არასტაბილური გარემოს შედეგია.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მოაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად,  ერთი აშშ დოლარის ღირებულებამ 3.4842 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 3.4576 ლარი იყო. 

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.8159 ლარია. დღეს მოქმედი კურსი კი 3.7370 ლარი იყო.  ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალიდან შევა.

ამ ციფრებიდან ჩანს, რომ  ეროვნული ბანკის ინტერვენციის მიუხედავად, ლარი საკუთარ კალაპოტში ჩადგომას მაინც ვერ ახერხებს.

როგორც “ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა სააგენტოსთან განაცხადა, ქვეყანაში არასწორი ეკონომიკური პოლიტიკა ხორციელდება, რაც ლარის რეკორდულ გაუფასურებას იწვევს. მისი თქმით, ქვეყანაში შექმნილი გარემო ეროვნულ ვალუტას დასტაბილურების საშუალებას აღარ აძლევს.

“კორკონავირუსი უკვე თითქმის მსოფლიოს ყველა ქვეყანას მოედო და საქართველოში ეროვნული ვალუტა, სხვა ქვეყნებთან შედარებით, ყველაზე მეტად გაუფასურდა. ეს ნიშნავს, რომ მანამდე საქართველოს ეკონომიკაში რაღაც სწორად არ ხდებოდა. სომხეთში, აზებაიჯანში ან თუდაც, რუსთში ეროვნული ვალუტა ისე, რატომ არ გაუფასურდა, როგორც საქართველოში?! აღნიშნულ ქვეყნებში ნავთობის ფასი, ფაქტობრივად, ჩამოინგრა.

საქართველოში არსებული ვითარების მიზეზი არის არასწორი ეკონომიკური პოლიტიკის გატარება, სახელმწიფოს მხიდან უამრავი ფუნქციის საკუთარ თავზე აღება, ძალიან ცუდი ბიუჯეტის ქონა და ზოგადად, ქვეყნაში საინვესტიციო კლიმატის გაუარესება, რაც ოპოზიციის ლიდერებზე განხორციელებულმა პოლიტიკურმა დევნამ და არასტაბილური გარემოს შექმნამ გამოიწვია“,- განაცხადა გოცირიძემ.

ლარის დასტაბილურების მიზნით,  გუშინ ეროვნულმა ბანკმა, სავალუტო რეზერვებიდან 40 მილიონი აშშ დოლარი გაყიდა. ამ ფაქტმა ლარის დასტაბილურებაზე გავლენა ვერ იქონია.

ავტორი: ეკატერინე ზარნაძე