საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული მე-11 პაციენტი გამოჯანმრთელდა
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული მე-11 პაციენტი გამოჯანმრთელდა

A+ A-

22:58 26/03/2020
საქართველოს მთავრობის ვებგვერდის stopcov.ge-ს ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ ერთი, მე-11 პაციენტი გამოჯანმრთელდა. კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევათა რაოდენობა კი გამოჯანმრთელებულების ჩათვლით 79-ია. ამჟამად კარანტინის რეჟიმში 4 427 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 257.

ახალი სახეობის კორონავირუსის გავრცელების საფრთხის მიზეზით საქართველოში 21 მარტიდან საგანგებო მდგომარეობა არის გამოცხადებული. კორონავირუსის შიდა გადაცემის გამო 23 მარტს მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში კარანტინი წუხელ გამოცხადდა.

"რადიო თავისუფლება"