სამი ახალშობილიდან კორონავირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა - ლევან რატიანი
სამი ახალშობილიდან კორონავირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა - ლევან რატიანი

A+ A-

12:41 28/03/2020

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის ინფორმაციით, კლინიკაში მოთავსებული სამი ახალშობილიდან კორონავირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა.

როგორც ლევან რატიანმა აღნიშნა, ახალშობილების მდგომარეობა ამ ეტაპზე არის სტაბილური.

„რაც შეეხება სამ ახალშობილს, სამივესთან მოვიდა უარყოფითი ტესტი, მათი მდგომარეობა ამ ეტაპამდე სტაბილურია. არც ერთი მათგანი არ იმყოფება ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე,  მკურნალობა მიდის სტანდარტის მიხედვით“, – განაცხადა რატიანმა.