"ლელოს" 6 მილიარდ ლარიანი ანტიკრიზისული მოდელი
"ლელოს" 6 მილიარდ ლარიანი ანტიკრიზისული მოდელი

A+ A-

09:30 30/03/2020

პოლიტიკური გაერთიანება ,,ლელო საქართველოსთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ ,,ლელოს’’ 6 მილიარდ ლარიანი ანტიკრიზისული მოდელი წარადგინა, რომელიც 4 ძირითად მიმართულებას მოიცავს.

ანტიკრიზისული ღონისძიებები საჭიროა იმისათვის, რომ ჩვენმა ქვეყანამ გადალახოს კრიზისი, რომელიც გამოიწვია კორონავირუსის პანდემიამ.გეგმა, რომელიც ,,ლელომ’’ წარადგინა საზოგადოების წინაშე, არის მოდელი, რომლის გარშემოც უნდა დაიწყოს აქტიური მსჯელობა როგორც ხელისუფლების, ასევე ოპოზიციისა და საზოგადოების ჩართულობით.

,,ლელოს’’ 6 მილიარდ ლარიანი ანტიკრიზისული მოდელი გულისხმობს:

3 მილიარდი ლარის ოდენობის საგარანტიო ფონდი მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდასაჭერად

• ფონდი უზრუნველყოფს ბიზნესის არსებული სესხების რესტრუქტურიზაციის და დაკრედიტების პროცესის მდგრადობას.

• აღნიშნული რესურსები გამიზნული იქნება სამუშაო ადგილების შენარჩუნებისთვის.

1 მილიარდ ლარიანი სოციალური დახმარების ფონდი

• ფონდი დაეხმარება საქართველოს მოქალაქეებს, რომელთაც ყველაზე მეტად სჭირდება საარსებო თანხები შემდეგი 3 თვის განმავლობაში.

• თანხა მიზნობრივად მოხმარდება სასურსათო, კომუნალური, მედიკამენტების თუ სხვა საჭიროებების უზრუნველყოფას.

1 მილიარდი ლარი ეროვნული ვალუტის სტაბილურობისთვის

• ეროვნულმა ბანკმა საკუთარი 3.2 მლრდ დოლარიანი რეზერვებიდან უნდა გამოყოს 1 მილიარდი ლარი ეროვნული ვალუტის კურსის სტაბილურობის შენარჩუნებისთვის.

• 3 თვით უნდა დაწესდეს ლარისკურსის დერეფანი- მინიმალური და მაქსიმალური ზღვრებით.

1 მილიარდ ლარიანი ფონდი სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად

• რესურსი უნდა მოხმარდეს სოფლის მეურნეობის სტიმულირებას და დაუმუშავებელი მიწების მაქსიმალურ ათვისებას.

• უზრუნველყოფილი უნდა იყოსპირველადი მოხმარების პროდუქტების იმპორტი.

საქართველოს მთავრობამ 2მილიარდი აშშ დოლარი (დაახლოებით 6.5-7 მლრდ ლარი) უნდა მოიზიდოს საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებიდან დამეგობარი სახელმწიფოებიდან შეღავათიანი სესხებისა და გრანტების სახით. ასევე, 1 მილიარდი ლარი უნდა გამოძებნოს შიდა რესურსიდან, ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილისოპტიმიზაციის გზით. ხოლო 1 მილიარდი ლარის მობილიზება კი უნდა მოახდინოს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა არსებული სავალუტო რეზერვებიდან.

წყარო: Lelo2020.ge