780 თანამშრომელი ყაზარმულ რეჟიმზე გადადის - უპრეცენდენტო გადაწყვეტილება სასჯელაღსრულების სისტემაში
780 თანამშრომელი ყაზარმულ რეჟიმზე გადადის - უპრეცენდენტო გადაწყვეტილება სასჯელაღსრულების სისტემაში

A+ A-

18:08 30/03/2020

იუსტიიციის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, სამინისტროს 780 თანამშრომელი, რომელიც პენიტენციალურ სამსახურში მუშაობს, ყაზარმულ რეჟიმზე გადადის და რამდენიმე კვირის განმავლობაში სამუშაო ადგილებიდან სახლებში არ წავლენ, სამუშაო ადგილებზე გააგრძელებენ საქმიანობას.

როგორც წულუკიანი განმარტავს 780 ადამიანმა საკუთარი სურვილის საფუძველზე გამოთქვა მზაობა, რომ სამსახურებში დარჩებიან და საქმიანობას გააგრძელებენ.

იუსტიციის მინისტრმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამოცხადებულ საგანგებო ბრიფინგზე ასევე მოუწოდა პატიმრებს, რომ სასჯელაღსრულების თანამშრომლებს პატივისცემით მოეპყრონ და თავი შეიკავონ მათი შეურაცხყოფისგან.

შეგახსენებთ, 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, დღეს კი საყოველთაო კარანტინი გამოცხადდა.