ერთ-ერთი ახალი პაციენტი ლომბარდის თანამშრომელია და მისი ინფიცირების წყარო უცნობია
ერთ-ერთი ახალი პაციენტი ლომბარდის თანამშრომელია და მისი ინფიცირების წყარო უცნობია

A+ A-

14:10 31/03/2020

საჩხერის სამედიცინო ცენტრში მოთავსებული კორონავირუსით ინფიცირებული ახალი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.

საჩხერის სამედიცინო ცენტრში მოთავსებულ პაციენტი, რომელსაც გუშინ ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა, წარმოშობით თერჯოლიდანაა და თბილისში, ერთ-ერთ ლომბარდში მუშაობდა. ამ დროისთვის მისი დაინფიცირების წყარო უცნობია, მიმდინარეობს კვლევა. თავად კაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა კი საშუალო სიმძიმისაა.

ამ დროისათვის საჩხერის სამედიცინო ცენტრში კორონავირუსით ინფიცირებული ორი პაციენტია მოთავსებული. სამედიცინო დაწესებულება კი სამმა გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა დატოვა.

საქართველოში კორონავირუსის 110 შემთხვევა დადასტურდა. ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსისგან 21 ადამიანი განიკურნა.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.