რატომ არ შეინიშნება ვირუსის აფეთქება საბჭოთა კავშირის ყოფილ ქვეყნებში – მეცნიერები “ბე-ცე-ჟე” ვაქცინაზე კვლევებს ატარებენ
რატომ არ შეინიშნება ვირუსის აფეთქება საბჭოთა კავშირის ყოფილ ქვეყნებში – მეცნიერები “ბე-ცე-ჟე” ვაქცინაზე კვლევებს ატარებენ

A+ A-

15:20 31/03/2020

უცხოური გამოცება  neuros cience news  აქვეყნებს სტატიას, რომლის მიხედვითაც  ვაქცინამ „ბე-ცე-ჟე“(BEG) შესაძლოა ადამიანები ახალი ტიპის კორონავირუსის წინააღმდეგ  დაიცვას.

სტატიაში ნათქვამია, რომ ვაქცინა, რომელიც ტუბერკულოზის საწინააღმდეგოდ გამოიყენება, იმუნურ სისტემას აძლიერებს და ადამიანებს რესპირატორული ინფექციისგან იცავს.

მეცნიერებმა არაერთი სამეცნიერო კვლევა ჩაატარეს, რომლებმაც აჩვენა, რომ გასული საუკუნის ოციან წლებში შექმნილმა ვაქცინამ რომელიც ტუბერკულოზის წინააღმდეგ გამოიგონეს, შეუძლია covid-19-ის წინააღმდეგ სასიცოცხლო დაცვა უზრუნველყოს.

მკვლევარები დაჩქარებული ტემპებით ატარებენ ტესტირებას ადამიანებზე, რათა დაადგინონ, შეუძლია თუ არა ვაქცინას მედიცინის მუშაკებისა და ხანშიშესული ადამიანების დაცვა ახალი კორონავირუსისგან.

ცხოველებზე ჩატარებულმა ცდებმა აჩვენა, რომ აღნიშნული აცრის შემდეგ, ახალი კორონავირუსი გაცილებით იოლ ფორმებში მიმდინარეობს და ლეტალურ შედეგს არ იწვევს.

ამასთან, საინტერესოა ის ფაქტი, რომ ე.წ. ბე-ცე-ჟე ყველაზე ფართოდ გამოიყენებოდა ყოფილ საბჭოთა კავშირში. 

არსებობს ვარაუდი, სწორედ ეს იყოს მიზეზი, რომ სსრკ-ში შემავალ ყოფილ რესპუბლიკების ტერიტორიებზე კორონავირუსის მწვავე აფეთქება არ შეინიშნება ისე, როგორც ევროპასა და აშშ-ში.

დღეს მსოფლიოში მილიონობით ბავშვს ცრიან „ბე ცე ჟეს“ შედარებით გაუმჯობესებულ ვარიანტით -VPM1002-ით. შესაძლოა, ბავშვების ორგანიზმის მდგრადობა ახალი კორონავირუსის მიმართ სწორედ ამით აიხსნება. ამ ვაქცინის შექმნის დროს მეცნიერებმა ის არაერთ ფაზაზე დატესტეს, რომელიც საკმაოდ უსაფრთხო და ეფექტური აღმოჩნდა.

“ბე-ცე-ჟე” ვაქცინასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას საქართველოს მხარეც გამოეხმაურა.

როგორც დაავადებათა კონტროლისა და ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემნ განაცხადა, თუ დამტკიცდა, რომ კორონავირუსის წინააღმდეგ “ბე-ცე-ჟე” ვაქცინას დამცველობითი ეფექტი აქვს, საქართველო სხვებზე ბევრად დაცული იქნება.