საავადმყოფოს ხელმძღვანელს, რომელსაც ვლადიმერ პუტინი სტუმრობდა, კორონავირუსი დაუდასტურდა
საავადმყოფოს ხელმძღვანელს, რომელსაც ვლადიმერ პუტინი სტუმრობდა, კორონავირუსი დაუდასტურდა

A+ A-

18:02 31/03/2020

საავადმყოფოს ხელმძღვანელს, რომელსაც რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი სტუმრობდა, კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია "როსია 24“ ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, დენის პროცენკოს ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მისსავე კლინაკში მკურნალობს. დაწესებულებას რუსეთის პრეზიდენტი 24 მარტს სტუმრობდა.

ვლადიმერ პუტინმა ინფექციური დაავადების კლინიკა დამცავი აღჭურვილობით დაათვალიერა, რა დროსაც მთავარი ექიმი, დენის პროცენკო ახლდა თან.

ცნობისთვის რუსეთში კორონავირუსით 2 337 ადამიანია ინფიცირებული მათგან 501 ახალი შემთხვევაა, გარდაცვლილია 17 ადამიანი, ხოლო გამოჯანმრთელდა 121.