StopCoV ფონდში უკვე 19 935 999 ლარია ჩარიცხული
StopCoV ფონდში უკვე 19 935 999 ლარია ჩარიცხული

A+ A-

18:57 31/03/2020

კორონავირუსის პრევენციის მიზნით სახელმწიფოს მიერ შექმნილ StopCoV ფონდში 20 მილიონამდე (19 935 999)  ლარია ჩარიცხული.

ფონდში აკუმულირებული თანხა, პრემიერ-მინისტრის ინიციატივით შექმნილი პლატფორმის ფარგლებში, ბიზნესომბუდსმენის აპარატისა და კერძო სექტორის კოორდინაციით, იდენტიფიცირებული საჭიროებების დასაკმაყოფილებლად მიემართება.

ფონდში შენატანები განახორციელეს, როგროც კომპანიებმა ასევე, ფიზიკურმა პირებმა.

შეგახსენებთ, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების ლაბორატორიულად 110 შემთხვევაა დაფიქსირებული, მათგან გამოჯანმრთელებულია 21 ადამიანი. 30 მარტს,  საქართველოს მთვარობამ მიიღო გადაწყვეტილება კომენდატის საათის ამოქმედებასთან დაკავშირებით. გამკაცრებული შეზღუდვები დღეს, 31 მარტს 08:00 საათიდან შევშევიდა ძალაში.

ცნობისთვის, მკვლელი ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა.