სახალხო დამცველის აპარატმა საკარანტინო სივრცეებში არსებული პირობების შესწავლა დაიწყო
სახალხო დამცველის აპარატმა საკარანტინო სივრცეებში არსებული პირობების შესწავლა დაიწყო

A+ A-

10:45 07/04/2020

სახალხო დამცველის აპარატმა საკარანტინო სივრცეებში არსებული პირობების შესწავლა დაიწყო.  ამის შესახებ სახალხო დამცველის აპარატი განცხადებას ავრცელებს.

„ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით შექმნილია სპეციალური საკარანტინო სივრცეები, სადაც პირთა სავალდებულო მოთავსება ხდება. დღეის მდგომარეობით, 5000-ზე მეტი პირია კარანტინის რეჟიმში.

პრევენციის ეროვნული მექანიზმის ფარგლებში, გვსურს შევისწავლოთ საკარანტინო სივრცეების პირობები, ჯანდაცვის სერვისის (მათ შორის, ფსიქოლოგიური) უზრუნველყოფის საკითხი, ადამიანის უფლებების დაცვის ზოგადი სტანდარტები, მოწყვლად ჯგუფთა საჭიროებები და სხვა მნიშვნელოვანი გარანტიების პრაქტიკაში რეალიზაცია. მონიტორინგის მიზანია ინდივიდუალური საჭიროებების დროული გამოვლენა და სახელმწიფო უწყებებისთვის ინფორმაციის მიწოდება საკითხის გამოსასწორებლად.

თუ თქვენ ან თქვენი ნაცნობი ამჟამად იმყოფებით საკარანტინო სივრცეში და გაქვთ სურვილი და დრო მოგვაწოდოთ ინფორმაცია ზემოაღნიშნული საკითხების გარშემო, გთხოვთ, მოგვწეროთ თქვენი საკონტაქტო ინფორმაცია. პრევენციის ეროვნულ მექანიზმთან გასაუბრება კონფიდენციალურია.

საკონტაქტო ინფორმაცია ტელეფონი: 591 90 33 22 (ხატია ხელაძე) Facebook, ელ-ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.“, - ნათქვამია ინფორმაციაში.