ინდოეთი თუ კორონავირუსის სამკურნალო პრეპარატის - "პლაქვენილის" ექსპორტს აკრძალავს, აშშ სამაგიეროს გადაუხდის
ინდოეთი თუ კორონავირუსის სამკურნალო პრეპარატის - "პლაქვენილის" ექსპორტს აკრძალავს, აშშ სამაგიეროს გადაუხდის

A+ A-

11:04 07/04/2020

შეერთებული შტატების პრეზიდენტი ინდოეთს დაემუქრა. დონალდ ტრამპის გაღიზიანება, ამ ქვეყნის მიერ, კორონავირუსის სამკურნალო პრეპარატის - „პლაქვენილის“ - ექსპორტის აკრძალვამ გამოიწვია. აშშ-ის პრეზიდენტი ინდოეთის პრემიერს სამაგიეროს გადახდით ემუქრება.

„მე კვირას დილით მას- ინდოეთის პრემიერ-მინისტრს, ნარენდრა მოდის ვესაუბრე. დავურეკე და ვუთხარი, რომ დავაფასებდით პრეპარატის მოწოდებას. თუ ის ამას არ გააკეთებს, არა უშავს, მაგრამ, რა თქმა უნდა, სამაგიეროს მიიღებს. რატომაც არა? გავოცდები თუ ეს მისი გადაწყვეტილებაა, მაშინ უნდა ეთქვა. ჩვენ კვირას ვისაუბრეთ. გავოცდები, იმიტომ რომ, ინდოეთს კარგი ურთიერთობები აქვს აშშ-სთან “, - განაცხადა ტრამპმა თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე.

ინფორმაციისთვის, ინდოეთი პრეპარატ „პლაქვენილის“ ყველაზე დიდი მწარმოებელია კვირას კი, განაცხადეს, რომ წამლის ექსპორტი იკრძალება.