ჩინეთში ​კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა მაიმუნებზე წარმატებით გამოსცადეს
ჩინეთში ​კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა მაიმუნებზე წარმატებით გამოსცადეს

A+ A-

15:00 20/04/2020

ჩინელმა მეცნიერებმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მაიმუნებზე გამოცდა წარმატებით დაასრულეს, ყველა საცდელი ცხოველის ორგანიზმში ანტისხეულები გაჩნდა. კვლევის პირველადი შედეგები მეცნიერებმა ელექტრონულ სამეცნიერო ბიბლიოთეკა bioRxiv-ში გამოაქვეყნეს.

„დაწყებულია გაწმენდილი ინაქტივირებული ვაქცინა PiCoVacc-ის საპილოტე წარმოება, რომელმაც თაგვების, ვირთხებისა და მაიმუნების ორგანიზმში ანტისხეულები შექმნა. ამ ანტისხეულებს ვირუს SARS-CoV-2-ის სულ მცირე 10 სხვადასხვა შტამის ნეიტრალიზება შეუძლიათ. ვაქცინის მცირე და დიდმა დოზებმა ნაწილობრივ ან სრულად დაიცვეს მაკაკები კორონავირუსით ინფიცირებისგან“, - აღნიშნავენ მეცნიერები.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო.