ინფლაციაზე პენსიების მიბმა ინფლაციის ზრდას გამოიწვევს - ლადო პაპავა
ინფლაციაზე პენსიების მიბმა ინფლაციის ზრდას გამოიწვევს - ლადო პაპავა

A+ A-

18:47 24/04/2020

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას მიერ წარდგენილ ანიკურიზისულ გეგმაში წარდგენილი არ იყო სავალუტო ბაზრის რეგულირების საკითხი, რაც მნიშვნელოვანი საკითხია.

პროფესორი ლადო პაპავა “2020NEWS“-თან აცხადებს, რომ ხელისუფლებას ანტიკრიზისულ გეგმაში საუბარი უნდა ყოფილიყო, სავალუტო ბაზარის რეგულირებასთან დაკავშირებით, რა ნაბიჯების გადადგმას აპირებს ეროვნული ბანკი, საქართველოს მთავრობასთან ერთად.

“მრჩება შთაბეჭდილება, რომ მთავრობა მაქსიმალურად იყენებს იმ რესურსს, რომელიც მას გააჩნია. აბსოლუტურად სწორია, როცა მან ანტიკრიზისული გეგმა და პოსტკრიზისული გეგმა ერთმანეთისგან გამიჯნა. პოსტკრიზისული გეგმა ცალკე უნდა დამუშავდეს. თუმცა, ამ ანტიკრიზისულ გეგმაში ვერ ვნახე ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ბლოკი - სავალუტო ბაზარის რეგულირების საკითხი. გეგმაში საუბარი უნდა ყოფილიყო, რას აპირებს ეროვნული ბანკი სავალუტო ბაზართან დაკავშირებით და ამ საკითხთან დაკავშირებით, რა ნაბიჯებს გადადგამს საქართველოს მთავრობასთან ერთად“, -განაცხადა პაპავამ.

მისივე თქმით, პრემიერის განცხადება, რომ პენსია ინფლაციის მაჩვენებლის გათვალისწინებით გაიზრდება, არასწორია, რადგან ინფლაციაზე პენსიის მიბმა თავად ინფლაციის ზრდას შეუწყობს ხელს.

“მეორე საკითხია, პენსიები მიაბეს ინფლაციის ზრდას, რაც შეცდომაა. პენსიების ეკონომიკურ ზრდასთან მიებმებას კი, მივესალმები. თუკი პენსიების ზრდა ინფლაციის ზრდაზე იქნება დამოკიდებული, ეს კვლავ ინფლაციის ზრდას შეუწყობს ხელს.

კერძოდ, თუ პენსია ინფლაციის პროპორციულად გაიზარდა, პენსია ისევ სამომხმარებლო კალათაში შემავალ პროდუქტებზე წავა, ანუ სამომხმარებლო კალათის ელემენტეზე მოთხოვნა გაიზრდება და პროდუქტი კიდევ უფრო გაძვირდება. ეს არის "ინფლაციური სპირალი", როცა პენსიების მიბმა ინფლაციაზე ინფლაციის ზარდას იწვევს“,- განაცხადა პაპავამ.

ინფორმაციისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმა დღეს წარადგინა.

ავტორი: ეკატერინე ზარნაძე