ნიუ ჯერსიში, სიმდიდრით მეორე შტატში ხალხი კვების მისაღებად გრძელ რიგში დგას
ნიუ ჯერსიში, სიმდიდრით მეორე შტატში ხალხი კვების მისაღებად გრძელ რიგში დგას

A+ A-

18:35 03/05/2020

„ჩვენ არასდროს არავისზე დამოკიდებულნი არ ვყოფილვართ, მაგრამ ახლა შიმშილის ზღვარზე ვართ“ – ამბობენ ნიუ ჯერსის უმუშევრად დარჩენილი მოქალაქეები, რომლებმაც პირველად ითხოვეს დახმარება.

„ნიუ იორკ თაიმსი“ ერთი ოჯახის ისტორიას გვიყვება. ერთ-ერთი წევრი 26 წლის მანძილზე კაზინოში მუშაობდა, თუმცა კორონავირუსის პანდემიის შემდეგ, როცა ატლანტიკ სითიში ყველა კაზინო დაიხურა, ის უმუშევარი დარჩა.

ვიჩემსების მინივენი ათასობით სატრანსპორტო საშუალებას შორის იდგა, რათა ატლანტიკ სითიდან 10 მილის დაშორებით „კვების ბანკში“ მისულიყო და დაპირებული ახალი პროდუქტი, კონსერვები, მაკარონი და ბრინჯი წამოეღო“ – წერს ამერიკული გამოცემა.

ჟურნალისტი ამბობს, რომ ბევრი უმუშევარი ადამიანი პირველად თავის ცხოვრებაში იძულებული გახდა, რომ დახმარება ეთხოვა. სწორედ ამიტომ მათ საკვების მისაღებად ყოველ სამშაბათ საღამოს უწევთ გრძელ რიგში დგომა. მძღოლებს ასევე აძლევენ დაახლოებით 2, 5 კგ ხახვს, სამ წითელ კომბოსტოს და ერთ მწვანე კომბოსტოს.

კვების ბანკი ყოველ კვირას 2500 ოჯახს ეხმარება, რის გამოც რიგში მდგომ მანქანებს ხშირად უკან უწევთ გაბრუნება. ადგილობრივი პოლიციელები ამბობენ, რომ გასულ კვირას, დაახლოებით 1500 მანქანა გაუშვეს უკან.

“ნიუ ჯერსიში, რომელიც შეერთებული შტატების რიგით მეორე მდიდარ შტატად ითვლება, 930 ათასი ადგილობრივია, რომლებსაც უკვე დაეხმარნენ უმუშევრობის ბენეფიტით” – ნათქვამია სტატიაში.

"რადიო ფორტუნა"