მიხეილ სააკაშვილი მალე უკრაინის ქონების გაყიდვას დაიწყებს, იგი შეკრულია უკრაინელ ოლიგარქ კოლომოისკთან - ირაკლი გოგავა
მიხეილ სააკაშვილი მალე უკრაინის ქონების გაყიდვას დაიწყებს, იგი შეკრულია უკრაინელ ოლიგარქ კოლომოისკთან - ირაკლი გოგავა

A+ A-

15:00 08/05/2020

“უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმერ ზელენსკი უკრაინელი ოლიგარქის, იგორ კოლომოისკის პროექტია. საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ამ ოლიგარქთან შეკრულია  და მის დავალებებს ასრულებს“,- ამის შესახებ “2020NEWS“-თან ინტერვიუში ექსპერტმა ირაკლი გოგავამ განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინაში სააკაშვილის მიზანი ხალხისთვის ქონების დატაცებაა - უკრაინაში ექსპრეზიდენტის გააქტიურებას სხვადასხვა ქვეყანა, მათ შორის, რუსეთი საკუთარი ინტერესების შესაბამისად გამოიყენებს.

ირაკლი გოგავა: მიხეილ სააკაშვილი უკრაინის პრეზიდენტს ბულდოზერის როლში სჭირდება, რადგან ზელენსკის უკრაინული ქონების მასობრივი პრივატიზაცია აქვს ჩასატარებელი.

უკრაინაში ახლა საკმაოდ რთული სიტუაციაა. ამ ქვეყნის მთლიანი საგარეო ვალი 120 მილიარდ დოლარს შეადგენს. აქედან, სახელმწიფოს საგარეო ვალი 84 მილიარდი დოლარია. მთავრობას და კერძო სექტორს გადასახდელი აქვს, ჯამში, 17 მილიარდი დოლარი.

ეს ფული, ცხადია, უკრაინას არ აქვს. ამიტომ უკრაინის ხელისუფლებამ საჭიროდ ჩათვალა, რომ ქონების მასობრივი პრივატიზაცია ჩაატაროს. საპრივატიზაციო ნუსხაში შედის 3600-ზე მეტი მსხვილი სახელმწიფო საწარმო. გარდა ამისა, საპრივატიზოდ გამზადებულია ჰოსპიტალური სექტორი, რომლის საერთო ღირებულება 300 მილიარდი დოლარია.

სახელმწიფოს მხრიდან მიღებულია კანონი მიწის შესახებ და მალე, მომავალი წლიდან უკრაინის ხელისუფლება მიწის გაყიდვასაც იწყებს. ამ ყველაფერს უკრაინის ხელისუფლების მხრიდან პიარული შეფუთვა სჭირდება, რადგან ხალხი ვერ მიხვდეს, როგორ ძარცვავენ. 

ზელენსკის მმართველი პარტიის “ხალხის მსახურის“ ლიდერებს ხალხი სერიოზულად არ უსმენს. მაგალითად,  არავინ უსმენს დავით არახამიას, რომელეც არასეროზული განცხადებებით გამოირჩევა.

ამიტომ ზელენსკის სჭირდება ცნობადი, წონიანი საინფორმაციო ბულდოზერი, რომელიც მედიაში დადგამს შოუებს. ასეთი ადამიანი კი მიხეილ სააკაშვილია. ამ შოუების ფონზე, ისინი უკრაინული მიწების გაყიდვას შეძლებენ.

- ბატონო ირაკლი, რამდენად საწრმუნოა აღნიშნული ინფორმაცია და ვიზე გაიყიდება კონკრეტულად აღნიშნული მიწები - ოლიგარქებზე, ბიზნესმენებზე თუ ხელისუფლებასთან დაახლოებულ პირებზე?

- დიდი ხანია ვაკვირდები და ვწავლობ უკრაინულ პოლიტიკას. უკრაიანში ვმუშაობდი და იქ განვითარებული პროცესები კარგად ვიცი.

2021 წლის პირველი ივნისიდან უკრაინული მიწები აუცილებლად გაიყიდება ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე, ანუ კომპანიებზე. ფიზიკური პირი, შესაძლოა, იყოს უკრაინის მოქალაქე, ხოლო იურიდიული - უკრაინული კომპანები, რომლებიც შესაძლოა, უცხოელებმა დაარეგისტრირონ.

მიხიელ სააკაშვილი შეკრული და შეთანხმებულია უკრაინაში მყოფ ერთ-ერთ მთავარ ოლიგარქთან, იგორ კოლომოისკთან. ის “პრივატ-ჯგუფის“-ის მფლობელი გახლავთ. პრეზიდენტი ზელენსკი ამ ოლიგარქის პროექტია. უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების წინ კოლომოისკი და ზელენსკი პეტრო პოროშენკოს ერთად ძირავდნენ.

საპრეზიდენტო არჩევნების წინ ზელენსკის გაპიარება ხდებობა კოლომოისკის კუთვნილი ტელევიზიით. სერიალი “ხალხის მსახური“ კოლომოისკის ფულით არის გადაღებული და ზელენსკის საარჩევნო კამპანიას კოლომოისკი აფინანსებდა.

მას შემდეგ, რაც ზელენსკი პრეზიდენტი გახდა, სააკაშვილს რაღაცები დაუფასეს, უკრაინაში ჩაიყვანეს, პასპორტი მისცეს და ახლა თანამდებობაზე დანიშნეს.

- რა ინტერესები აქვს უკრაინაში იგორ კოლომოისკს?

- ისევე, როგორც ყველა ოლიგარქს - მასაც მეტი ფული და ძალაუფელბა სურს.

იმ შემთხვევაში, თუ უკრაინაში გავლენის მქონე ოლიგარქები კოლომოისკთან შეთანხმებთ იმოქმედებან, მის რისხვას გადაურჩებიან, თუ არა - სააკაშვილს მიუქსევს. დაახლოებით, ასეთი იქნება საქართველოს ექსპრეზიდენტის ფუნქცია.

საქართველოში სააკაშვილის რეფორმების მიზანი იყო ხალხის ქონების გატაცება. ის უკრაინაში, დაახლოებით, იგივე რამისთვის ჭიდებათ.

- რის საფუძველზე აცხადებთ, რომ საქართველოს ექსპერეზიდენტი კოლომოისკთანშეკრულია“?

- სააკაშვილი ეშმკს შეეკვრება, თუ საკუთარ ინტერესს დაინახავს. პოროშენკოს დროს ის კოლომოისკის "დაეჯახა", რადგან სააკაშვილმა მოითხოვა ოდესის გუბერნატორობა იქ, სადაც გუბერნატორი კოლომოისკის კაცი იყო.  თუმცა შემდეგ შეთანხმდნენ და პოროშენკო ერთად ჩაძირეს.

"ისტულად სააკაშვილი სამ ძალასთან თანამშრომლობა და პარტნიორობდა, ესენი გახლვთ ამერიკელი ნეოკონსერვატორები - .. მაკ-კეინის ჯგუფიჯორჯ სოროსი - ანუ ლიბერალები და კრემლი. სააკაშვილს სამივე ძალა 2003 წელს სახელმწიფო გადატრიალბის მოწყობაში დაეხმარა.

სააკაშვილი შემდეგ სოროსსაც ეჩხუბა და პუტინსაც. მისით მაკ-კეინიც უკმაყოფილო იყო, რადგან 2008 წლის ნოემბრის არჩევნებამდე ომი ვერ "გაუქაჩა". თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მათ ურთიერთობა არ აღადგინეს.

 არის სინგალები, რომ სექტებერში, ვენაში სააკაშვილის ხალხი რუსებს შეხვდა. თავად სააკაშვილი კი - სოროსს. 

- რა კავშირი აქვს აღნიშნულ თანამშრომლობას უკრაინასთან?

- თითოეული ჯგუფი შეეცდება, რომ სააკაშვილის უკრაინაში ყოფნა საკუთარი ინტერესების შესაბამისად გამოიყენოს. მაგალითად, რუსების ინეტერესია, რომ უკრაინაში დესტაბილიზაცია მოხდეს და შემდეგ ამ ქვეყნის უმეტეს ტერიტორიაზე კონტროლი დაამყაროს. 

ნეოკონსერვატორების ინტერესია, რომ ამერიკის საპრეზიდნეტო არჩვენების წინ  უკრაინსა და რუსეთს შორის ესტაბილიზაცია და სამხედორ კონფლიქტი მოხდეს, რათა ტრამის წინააღმდეგ დალაგდეს სიტუაცია შეერთებულ შტატებში. სოროსს პირდაპირ სურს, რომ უკრაინის მიწები და საინტერსო აქტვები ხელში ჩაიგდოს.

ავტორი: ეკატერინე ზარნაძე