ის დღეც მოიყვანა "ოცნებამ", რომ სენატის საგარეო კომიტეტის ტვიტერზე, გვითხრეს, პოლიტპატიმრები გყავთო - ხიდაშელი
ის დღეც მოიყვანა "ოცნებამ", რომ სენატის საგარეო კომიტეტის ტვიტერზე, გვითხრეს, პოლიტპატიმრები გყავთო  - ხიდაშელი

A+ A-

15:16 12/05/2020

ამერიკის შეერთებული შტატების სენატმა ტვიტერით უთხრა საქართველოს, რომ პოლიტპატიმრები ყავს, ასე "იწყება ისტორია ფიდელ კასტროობამდე". ამის შესახებ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, თინა ხიდაშელმა სოციალურ ქსლში დაწერა.

“ის დღეც მოიყვანა "ოცნებამ", რომ აშშ სენატის საგარეო კომიტეტის ტვიტერზე, საქართველოს პოლიტპატიმრები გყავთო, გვითხრეს და იძახეთ ახლა შეცდომაში შეყვანილები. ჯერ ორჯერ, რომ გადააგდებ პარტნიორს და მერე შანტაჟის მოწყობას დაუპირებ, ასე იწყება ისტორია ფიდელ კასტროობამდე”,-წერს თინა ხიდაშელი.

ცნობისთვის, აშშ-ს სენატის საგარეო კომიტეტის ტვიტერზე გამოქვეყნდა პოსტი, სადაც გამოთქმულია იმედი, რომ საქართველო შეასრულებს მარტში მიღწეულ შეთანხმებას პოლიტპატიმრების გათავისუფლებასთან დაკავშირებით.