"საქართველოს ბანკი" მომხმარებელს მობილ და ინტერნეტ ბანკით ონლაინ აქტივაციას სთავაზობს
"საქართველოს ბანკი" მომხმარებელს მობილ და ინტერნეტ ბანკით ონლაინ აქტივაციას სთავაზობს

A+ A-

13:23 15/05/2020

„საქართველოს ბანკი“ ინოვაციური პროდუქტების დანერგვას განაგრძობს. ამჯერად ბანკმა მომხმარებელს მობილ და ინტერნეტ ბანკით ონლაინ აქტივაცია შესთავაზა. სიახლე შესაძლებლობას აძლევს მომხმარებელს რეგისტრაცია მარტივად და უსაფრთხოდ, ფილიალში მისვლის გარეშე გაიაროს.

ეს სიახლე საშუალებას მისცემს მომხმარებელს ისარგებლოს ყველა საბანკო პროდუქტით. ამ ეტაპზე აღნიშნული სიახლე ეხება ყველა იმ ადამიანს, ვისაც ერთხელ მაინც უსარგებლია „საქართველოს ბანკის“ პროდუქტებით. სიახლეა ისიც, რომ მომხმარებელი საკონტაქტო ინფორმაციის შეცვლასაც შეძლებს, რაც იმას ნიშნავს, რომ თუკი მომხმარებელს არ ჰქონდა ან ძველი საკონტაქტო ნომერი ჰქონდა მითითებული, მას მარტივად განაახლებს.

ონლაინ აქტივაციის გასავლელად მხოლოდ რამდენიმე მარტივი ეტაპის გავლაა საჭირო. კერძოდ, მომხმარებელს აქვს შესაძლებლობა აირჩიოს როგორ სურს აქტივაცია: პირადობის მოწმობით თუ პასპორტის საშუალებით. ასევე, სერვისით სარგებლობისთვის საჭიროა ე.წ. „სელფის“ საშუალებით იდენტიფიკაცია, რის შემდეგაც მომხმარებლის ვიზუალის მობილ ბანკის მონაცემთა ბაზაში ასახვა ხდება. იდენტიფიკაცია სახის ამოცნობის საეთაშორისო/ევროპული სტანდარტების მიხედვით აწყობილი ფუნქციონალის მეშვეობით ხდება.

ონლაინ აქტივაციის სისტემა სრულიად დაცულია, რადგან უსაფრთხოების ყველა ასპექტი ვერიფიცირებული და სერტიფიცირებულია უსაფრთხოების ყველა პარამეტრის გათვალისწინებით. სიახლე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმითაც, რომ მისით სარგებლობას საქართველოს ფარგლებს გარეთ მცხოვრები ჩვენი მოქალაქეებიც შეძლებენ.

რას გააკეთებ მობილბანკით?

გადაიხდი კომუნალურს სახლიდან გაუსვლელად;

დაფარავ ჯარიმის საფასურს;

გადაიხდი სწავლის საფასურს;

გადარიცხავ თანხას ბიუჯეტში;

გადარიცხავ თანხას ქველმოქმედებაში;

მიიღებ საერთაშორისო ფულად გზავნილს;

შეუკვეთავ ბარათს უფასოდ;

გახსნი ანაბარს მეტი სარგებლით;

აიღებ სესხს საუკეთესო პირობებით;

დააკონვერტირებ თანხას უკეთესი კურსით;

შეავსებ მობილურის ბალანსს წამებში;

გადარიცხავ თანხას ანგარიშის ნომრით საქართველოსა და საზღვარგარეთ;

გადარიცხავ თანხას პირადი ნომრით „საქართველოს ბანკში“;

დაბლოკავ / განბლოკავ ბარათს მომენტალურად;

გაეცნობი სრულ ინფორმაციას საბანკო პროდუქტებზე;

ისარგებლებ პერსონალური ფინანსური მენეჯერის მომსახურებით;

გამოიყენებ ძიების ფუნქციას ანგარიშის სწრაფი მართვისთვის;

გადაიხდი ნებისმიერი ბანკის ბარათით, თანაც, რეგისტრაციის გარეშე;

გადაიხდი გადასახადებს ერთი კლიკით წინასწარ შექმნილი შაბლონით;

გაიაქტიურებ ავტომატურ დავალებებს; ამოიღებ ამონაწერს pdf /excel ფორმატში;

დააზღვევ ბარათს; გადაცვლი დაგროვილ პლუს ქულებს სასურველ ნივთსა და მომსახურებაში;

ამექსის ბარათები ეფლ ფეიში - „საქართველოს ბანკის“ ნებისმიერი ბარათის დამატება ეფლ ფეიში მობილბანკიდან;

Budget - შენი ფინანსების სწორად დაგეგმვისა და მართვის შესაძლებლობა;

ანაბრები - მიზნის განსაზღვრა და ამ მიზნის მიღწევაში ხელშეწყობა;

საპენსიო დანაზოგი - შეამოწმე შენი საპენზიო დანაზოგი მობილბანკში.

იმისთვის, რომ მიიღო ჩამოთვლილი საბანკო მომსახურებები, უნდა გქონდეს ბარათი (ფიზიკური ანვირტუალური). ვირტუალური ბარათის მიღებას მომენტალურად შეძლებთ, როგორც კი მოითხოვთ, მობილბანკში.