ლევან ვარშალომიძე უკრაინის საინვესტიციო ოფისის თავმჯდომარედ დაინიშნა
ლევან ვარშალომიძე უკრაინის საინვესტიციო ოფისის თავმჯდომარედ დაინიშნა

A+ A-

13:24 21/05/2020

აჭარის ავტონომიური მთვრობის ყოფილი ხელმძღვანელი ლევან ვარშალომიძე უკრაინის საინვესტიციო ოფისის თავმჯდომარედ დაინიშნა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ჟურნალისტებთან გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა.

ვოლოდიმერ ზელენსკის თქმით საინვესტიციო ოფისის ხელმძღვანელი ლევან ვარშალომიძე იქნება, ადამიანი რომელმაც ბათუმი ააშენა.

დღეს, უკრაინაში, ყველა სამინისტროს საკუთარი საინვესტიციო დეპარტამენტი აქვს. გადავწყვიტეთ, ყველა გავაუქმოთ და შევქმნათ ერთი, რომელიც გამჭვირვალედ იმუშვებს. შევხვდი ოფისის წამომადგენლებს და განვიხილეთ 18 თვეზე გათვლილი სამოქმედო გეგმა, რომელიც უახლოეს პერიოდში შვიდი მილიარდი დოლარი ინვესტიციის მოზიდვას ითალისწინებს, - ამბობს ზელენსკი.

ლევან ვარშალომიძე აჭარის ავტონომიური მთავრობის ხელმძღვანელი 2004-2012 წლებში იყო.

წყარო: მთავარი არხი