საფრანგეთში კარანტინის დროს ბავშვებმა საგვარეულო სახლში ოქროს ზოდები იპოვეს
საფრანგეთში კარანტინის დროს ბავშვებმა საგვარეულო სახლში ოქროს ზოდები იპოვეს

A+ A-

22:02 21/05/2020

საფრანგეთში ბავშვებმა, რომლებიც კარანტინის გასატარებლად ოჯახთან ერთად საგვარეულო სახლში, ვანდომის სუბპრეფექტურაში  ჩავიდნენ,Centre-Val-de-Loire-ის დეპარტამენტში, ოქროს ზოდები იპოვეს. ამის შესახებ BFMTVიტყობინება.

ტელეარხის ცნობით, ჩასვლიდან რამდენიმე დღის შემდეგ ათ წლამდე ასაკის ორმა ბავშვმა თამაშისას ქოხის აშენება გადაწყვიტა. ისტორიას BFMTV-სთან ვანდომის აუქციონისტი Philippe Rouillac-ი იხსენებს:

ბავშვებმა მამას ჰკითხეს, რა შეიძლებოდა გამოეყენებინათ ქოხის ასაგებად და მამამ ურჩია გარდაცვლილი ბებიის ზეწრები აეღოთ იმ ოთახიდან, რომლითაც არავინ სარგებლობდა. ბავშვები ასეც მოიქცნენ და ზეწრებში გახვეული 2 ოქროს ზოდი იპოვეს.

მამამ ფოტოები და ზოდების აღწერა ექსპერტს გაუგზავნა, რომელმაც დაადასტურა, რომ საქმე ეხებოდა თითოკილოგრამიან 2 ზოდს, რომლებიც ბებიამ შეიძინა 1967 წელს. არსებობს მათი ნასყიდობის საბუთიც. ოქროს ზოდების საერთო ფასი 100 ათას ევროს აჭარბებს.

კარანტინის დასრულების შემდეგ ოჯახი ვანდომის აუქციონისტ ფილიპ რუიაკს ესტუმრა, რომელმაც კარგი ამბავი დაადასტურა.

„ჩვენ შეგვიძლია აუზი გვქონდეს“, – უთხრეს ბავშვებმა მამას, იხსენებს რუიაკი.

 
 
 

 

ოჯახმა ბებიის დანატოვარი ოქროს გაყიდვა გადაწყვიტა – ზოდებს ვანდომის აუქციონის სახლი 16 ივნისს გამოიტანს გასაყიდად.

„ჩვენ დაველოდებით, სანამ ოქროს ფასი ცოტა კიდევ მოიმატებს. მაგრამ ოქროს ფასი ძალიან იცვლება. წლის დასაწყისში ერთი ზოდის ფასი 43 ათასი ევრო იყო, ამჟამად 52 000 ევროა, ივნისისთვის შეიძლება 54 000-ს მიაღწიოს“, – ამბობს აუქციონისტი.

"nostal.ge"