გორში ახალგაზრდა მამაკაცმა თავის დაწვა სცადა
გორში ახალგაზრდა მამაკაცმა თავის დაწვა სცადა

A+ A-

12:17 22/05/2020

გორში, სტალინის სახელობის სკვერში ახალგაზრდა მამაკაცმა თავის დაწვა სცადა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. ახალგაზრდამ ამ უკიდურესად მძიმე გადაწყვეტილების მიზეზად სოციალური მდგომარეობა დაასახელა.

როგორშიც ის ამბობს ბოლო პერიოდში სამსახური დაკარგა და შემოსავლის გარეშე დარჩა. მამაკაცის დახმარება თვითმხილველებმა შეძლეს, მან მსუბუქი დაზიანება მიიღო და საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამ დროისათვის კი ახალგაზრდა პოლიციაში იმყოფება.