სამხრეთ სუდანის 10 მინისტრს კორონავირუსი დაუდასტურდა
სამხრეთ სუდანის 10 მინისტრს კორონავირუსი დაუდასტურდა

A+ A-

13:53 22/05/2020

სამხრეთ სუდანის ათ მინისტრს კორონავირუსი დაუდასტურდა. ყველა მათგანი ქვეყანაში მოქმედი „კოვიდ-19“-ის სამუშაო ჯგუფის წევრია.

სამუშაო ჯგუფის ერთადერთი წარმომადგენელი, რომელსაც კორონავირუსი არ აღმოჩნდა ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრია. ინფორმაციას „ბიბის“ ავრცელებს.

რამდენიმე დღის წინ კორონავირუსი ქვეყნის ვიცე-პრეზიდენტს, რიკ მაჩარსაც დაუდასტურდა.

ინფიცირებული მინისტრები ახლა თვითიზოლაციაში იმყოფებიან, ხოლო ათობით დაცვის თანამშრომელი, რომელსაც „კოვიდ-19“ ასევე აღმოაჩნდა, კარანტინში იმყოფება.

სამხრეთ სუდანში „კოვიდ-19“-ის 481 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება, მათ შორის ექვსი ფატალური.

"1tv.ge"