ნატო-ში საქართველოს ელჩი ვიქტორ დოლიძე იქნება - ალექსანდრე მაისურაძე საქმიანობას ჟენევაში გააგრძელებს
ნატო-ში საქართველოს ელჩი ვიქტორ დოლიძე იქნება - ალექსანდრე მაისურაძე საქმიანობას ჟენევაში გააგრძელებს

A+ A-

14:04 22/05/2020

საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, ნატო-ში საქართველოს ელჩი ვიქტორ დოლიძე იქნება. მისივე ინფორმაციით, ალექსანდრე მაისურაძე ჟენევაში გააგრძელებს საქმიანობას.

„ნატო-ში ჩვენმა ელჩმა ალექსანდრე მაისურაძემ დაასრულა თავისი საქმიანობა, მას შესრულდა ელჩობისთვის განკუთვნილი ვადა, ამიტომ მივიღეთ გადაწყეტილება, მისის გამოცდილება, მრავალმხრივ ურთიერთობებში გამოვიყენოთ ჟენევაში საერთაშორისო ორგანიზაციებში წარმომადგენლად. ამიტომ ის საქმიანობას გააგრძელებს ჟენევაში. მის ადგილს დაიკავებს ჟენევაში ჩვენი ელჩი ვიქტორ დილიძე, რომელიც იქნება ნატო-ში საქართველოს წარმომადგენელი“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.