რუსეთში კორონავირუსის ახალი შემთხვევების რაოდენობა კვლავ რეკორდულად იმატებს
რუსეთში კორონავირუსის ახალი შემთხვევების რაოდენობა კვლავ რეკორდულად იმატებს

A+ A-

12:07 25/05/2020

რუსეთში კორონავირუსის ახალი შემთხვევების რაოდენობა კვლავ რეკორდულად იმატებს.

მხოლოდ გასულ დღე-ღამეში საქართველოს ჩრდილოელ მეზობელ რუსეთში, ინფიცირების 8 946 და გარდაცვალების 92 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და შემთხვევათა საერთო რაოდენობა 353 427-მდე გაიზარდა, ხოლო გარდაცვლილია 3 633 ინფიცირებული.

ვირუსის შემთხვევების მატების მიუხედავად, რუსეთმა "მსოფლიო ლიდერი" ქვეყნების სიაში ინფიცირებულთა რაოდენობით მესამე ადგილზე გადაინაცვლა, ხოლო გარდაცვლილთა რაოდენობით, მეთვრამეტე ადგილს იკავებს.

რუსეთში ინფექციის გავრცელების ეპიცენტრი კვლავ მოსკოვია.

შეგახსენებთ, კორონავირუსი, პირველად ჩინეთში, ქალაქ უხანში 2019 წელს გამოვლინდა და 21 იანვარს დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია.

მალევე, 30 იანვარს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ მიიჩნია.

ხოლო ჯანმომ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა.

კორონავირუსი უკვე მსოფლიოს 213 ქვეყანაშია გავრცელებული. დადასტურებულია ვირუსით ინფიცირების 5 512 778 და გარდაცვალების 346 867 ფაქტი.